Fci.ge

რემსი: ვგრძნობ, რომ არსენალი ჩემპიონობასთან ახლოსაა


18-04-2015

რემსი: ვგრძნობ, რომ არსენალი ჩემპიონობასთან ახლოსაა

ლონდონის "არსენალის" შემტევმა ნახევარმცველმა, აარონ რემსიმ, ისაუბრა საკუთარი გუნდის თამაშზე მიმდინარე სეზონში და აღნიშნა, რომ სჯერა საკუთარი გუნდის ჩემპიონობის.

 

"ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ამდენი წელიწადი გამოვიარეთ ტიტულის გარეშე, კვლავ სერიოზული ზეწოლა განვიცადეთ ამ სეზონში. ახლა, ზეწოლა არც ისე ძლიერია, ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ.

 

თუ ამას გავაკეთებთ და საკუთარი თავის სწორად მართვა გამოგვივა, მაშინ ბოლომდე გავალთ. ვუახლოვდებით თუ არა ჩემპიონობას? ვფიქრობ, ინგლისის თასის მოგების შემდეგ, ყველა მიხვდა, რომ რაღაც უფრო დიდი გვინდა. ვგრძნობ, რომ ახლოს ვართ პრემიერ ლიგის ტიტულთან", - განაცხადა უელსელმა.

 

რთული სათქმელია რას გრძნობს აარონ რემსი, მაგრამ "ჩელსი" ამჟამად შვიდი ქულით არის წინ და კიდევ ერთი თამაში აქვს რეზერვში, ასე რომ საჩემპიონო ტიტული ჯერჯერობით საკმაოდ შორს არის "არსენალისგან".


უკან დაბრუნება