Fci.ge

კლოპი: ბორუსიას ქომაგები ჩემს გამო არ ყოფილან დიდებულნი


18-04-2015

კლოპი: ბორუსიას ქომაგები ჩემს გამო არ ყოფილან დიდებულნი

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ძალიან კმაყოფილია საკუთარი გუნდის დღევანდელი თამაშით, "პადერბორნის" წინააღმდეგ.

 

ბუნდესლიგის 29-ე ტურის ეგიდით, "ყვითლებმა" ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი მიიღეს და 3:0 გაანადგურეს. ამ მოგებით "ბორუსიამ" 36 ქულა დააგროვა და ევროტურნირების ზონას მიუახლოვდა.

 

"ვიცი თუ რამდენი მატჩის ჩატარება მოგვიწევს და რამდენი ქულა გვაქვს. თუმცა, ეს ამ მომენტისთვის არ არის საინტერესო. "ბორუსია" ვალდებული იყო მოეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის ლიგაზე გასვლის შანსებს დავკარგავდით. რათქმაუნდა ბედნიერი ვარ, რომ ასე არ მოხდა. ბიჭებმა კარგი მატჩი ჩაატარეს და სრულიად დაიმსახურეს გამარჯვება.

 

ყველაფერი, რაც გვინდა - ამ სეზონისგან მაქსიმუმის გამოწურვაა. ქომაგები დღეს დიდებულნი იყვნენ, მაგრამ ეს არა მე, არამედ გუნდის მშვენიერმა თამაშმა გამოიწვია", - განაცხადა იურგენმა.


უკან დაბრუნება