Fci.ge

ლუის ენრიკე: შედეგი სამართლიანია


18-04-2015

ლუის ენრიკე: შედეგი სამართლიანია

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა სამართლიანად დაამარცხა "ვალენსია" დღეს.

 

კამპ ნოუზე ძალიან კარგი დაპირისპირება გაიმართა და პირველ ტაიმში, მასპინძლებს გაუმართლათ, მაგრამ საბოლოოდ 2:0 იმარჯვეს და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.

 

"ჩემი აზრით, შედეგი სამართლიანია. "ვალენსიას" ჰქონდა მომენტები, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. თუმცა, მეტოქემ შანსები ვერ გამოიყენა, ბრავომ პენალტი მოიგერია.

 

"ვალენსია" - ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ შედეგი სამართლიანია. საქმე ბოლომდე მივიყვანეთ და ახლა უკვე მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ.

 

მესიმაც და სხვა შემტევმა მოთამაშეებმაც კარგად წარმოაჩინეს თავი. პირველ ტაიმში, მათ დაცვითი ფუნქციების შესრულებაც უწევდათ", - განაცხადა ენრიკემ.


უკან დაბრუნება