Fci.ge

ოფიციალურად: ბორუსიას ტუჰელი ჩაიბარებს


19-04-2015

ოფიციალურად: ბორუსიას ტუჰელი ჩაიბარებს

როგორც მოსალოდნელი იყო, იურგენ კლოპის შემცვლელი დორტმუნდის "ბორუსიაშ", ტომას ტუჰელი იქნება.

 

"ყვითლების" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ 41 წლის გერმანელი სპეციალისტი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სამუშაოს სეზონის დასრულებისთანავე შეუდგება.

 

მოგეხსენებათ, რომ იურგენ კლოპი დორტმუნდის "ბორუსიას" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს და მისი შემცვლელი ტოამს ტუჰელი გახდება, რომელმაც "მაინცში" გაითქვა სახელი და 2014 წლის ზაფხულში აიღო მცირე პაუზა.

 

აღსანიშნავია, რომ ტომას ტუჰელი ძალიან ჰგავს იურგენ კლოპს, როგორც ფილოსოფიით, აგრეთვე გავლილი გზით. 2009 წელს, კლოპი, სწორედ ტუჰელმა შეცვალა "მაინცში", ახლა კი იურგენს შეცვლის ტომასი და ვნახოთ როგორ იმუშავებს.


უკან დაბრუნება