Fci.ge

შერვუდი: ასტონ ვილა ქმნიდა მომენტებს


19-04-2015

შერვუდი: ასტონ ვილა ქმნიდა მომენტებს

"ასტონ ვილას' მთავარი მწვრთნელი ტიმ შერვუდი კმაყოფილია საკუთარი გუნდის წარმატებით.

 

ბირმინგემულმა კლუბმა, ასოციაციის თასის ნახევარფინალში, "ლივერპულს" მოუგო 2:1 და გავიდა ფინალში, სადაც "არსენალს" გაეჯიბრება.

 

"ყველაფერი საოცრად მიმდინარეობს. ამ მომენტში, აღფრთოვანებული ვარ. აუტსაიდერები ვიყავით, მაგრამ გამარჯვები გვჯეროდა. მოდი ვიყოთ მართლები - "ასტონ ვილამ" დაამარცხა "ლივერპული". ჩვენ მუდმივად ვქმნიდით მომენტებს, ისინი კი ბურთს უბრალოდ წინ აგდებდნენ.

 

ჯეკ გრილიში შესაძლოა ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გაიზარდოს. ბურთი - მისი ახლო მეგობარია, ჯეკი ძალიან კარგად ეპყრობა მას", - განაცხადა შერვუდმა.


უკან დაბრუნება