Fci.ge

სმოლინგი: ვფიქრობ, შემდეგ კვირას სხვა მანჩესტერს ვიხილავთ


26-04-2015

სმოლინგი: ვფიქრობ, შემდეგ კვირას სხვა მანჩესტერს ვიხილავთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა, კრის სმოლინგმა, შეაფასა საკუთარი გუნდის დღევანდელი მარცხი გუდისონ პარკზე.

 

პრემიერ ლიგის 34-ე ტურის ეგიდით, "წითელი ეშმაკები" 0:3 განადგურდნენ "ევერტონთან" და დაკარგეს მესამე ადგილი ეროვნულ ჩემპიონატში.

 

"ძალინა იმედგაცრუებულნი ვართ, მეტოქის თამაშში გაცილებით მეტი აგრესია იყო. ეს - სერიოზული გამაფრთხილებელი ზარია ჩვენთვის.

 

მხოლოდ ოთხი მატჩი დარჩა ჩემპიონატის დასრულებამდე, ამიტომ გაცილებით უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე დღეს. გარანტიას გაძლევთ, რომ ამ მარცხისგან ბევრ რამეს ვისწავლით.

 

ვფიქრობ, შემდეგ შაბათს, სულ სხვა "მანჩესტერ იუნაიტედს" ვიხილავთ", - განაცხადა კრისმა.

 

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტურში, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ბრომვიჩს" მიიღებს საკუთარ მოედანზე.


უკან დაბრუნება