Fci.ge

რ.მარტინესი: სწრაფი გოლი - წარმატების საწინდარი გახდა


26-04-2015

რ.მარტინესი: სწრაფი გოლი  - წარმატების საწინდარი გახდა

"ევერტონის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ძალიან ბედნიერია საკუთარი გუნდის დღევანდელი წარმატებით.

 

პრემიერ ლიგის 34-ე ტურის ეგიდით, ლივერპულელებმა 3:0 გაანადგურეს "მანჩესტერ იუნაიტედი" და დაუმარცხებელი სერია ექვსმატჩამდე გაზარდეს პრემიერ ლიგაში.

 

გუდისონ პარკზე, ანგარიში ჯეიმს მაკარტიმ გახსნა მეხუთე წუთზე, რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე, რადგან "ევერტონი" დაცვიდან ათამაშდა და ძალიან სერიზოული პრობლემები შეუქმნა მეტოქეს კონტრშეტევებზე.

 

"როდესაც სწრაფად გამოგდის ანგარიშის გახსნა შეხვედრაში, საკუთარი თამაშის გაკონტროლება უკეთესად შეგიძლია. "მანჩესტერ იუნაიტედი" იძულებული გახდა ეჩქარა და გაექვითა გოლი, რაც დაგვეხმარა.

 

იმ მომენტიდან, როდესაც წინ გავედით, გუნდმა საკუთარი თამაში აჩვენა. საბოლოო ჯამში, "ევერტონი" თამაშის ყოველ კომპონენტში უკეთესი იყო. ეს კომფორტული გამარჯვებაა", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.


უკან დაბრუნება