Fci.ge

კვალიარელა: რთულია ემოციების სიტყვებით გადმოცემა


26-04-2015

კვალიარელა: რთულია ემოციების სიტყვებით გადმოცემა

"ტორინოს" თავდამსხმელი ფაბიო კვალიარელა აღფრთოვანებულია ტურინულ დერბიში მოპოვებული გამარჯვებით.

 

"ხარებმა" "იუვენტუსი" მიიღეს საკუთარ მოედანზე და ჩინებული ქამბექი შეასრულეს - 2:1, გადამწყვეტი გოლი სწორედ კვალიარელამ შეუგდო ყოფილ გუნდს, "ტორინომ" კი 1995 წლის შემდეგ პირველი დერბი მოიგო.

 

"დღეს, ხალხმა დაიმსახურა ეს გამარჯვება და სანახაობა. გარდა შედეგისა, ვფიქრობ, რომ ხალხმა ისიამოვნა თამაშით, ნამდვილად ძალიან საინტერესი დერბი შედგა.

 

შეუძლებელია იმის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ახლა განვიცდით და შესაძლოა რამდენიმე დღე დაგვჭირდეს გონზე მოსასვლელად და იმის გასააზრებლად თუ რას მივაღწიეთ.

 

ახლა, ოცი წლის შემდეგ, "ტორინოს" ზეიმი შეუძლია, რაც უდიდესი სიამოვნებაა. საკუთარ ოჯახთან ერთად უკვე ავღნიშნე გამარჯვება, ამიტომ გოლი მათ და ქომაგებს მივუძღვენი.

 

ამ თამაშმა გვასწავლა, რომ თუ ერთად ვიქნებით, ერთად ვიმუშავებთ - არაფერია შეუძლებელი", - განაცხადა გამოცდილმა იტალიელმა თავდამსხმელმა.


უკან დაბრუნება