Fci.ge

ტურე ორ კვირას გამოტოვებს


29-04-2015

ტურე ორ კვირას გამოტოვებს

"მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთი ლიდერი ია ია ტურე ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს, უახლოეს შეხვედრებში.

 

"Manchester evening news" იტყობინება, რომ კოტ'დიუვარელმა ნახევარმცველმა მუხლის დაზიანება მიიღო და მოუწევს ორი კვირის გამოტოვება.

 

მანუელ პელეგრინის გუნდი, ამჟამად მეორე ადგილზეა 67 ქულით და იბრძვის ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ გასვლისათვის. უახლოეს ტურებში, "ქალაქელები" "ტოტენჰემსა" და "ქუინს პარკ რეინჯერსს" დაუპირისპირდებიან.

 

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, 31 წლის ია იამ 26 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლის გატანა მოახერხა.


უკან დაბრუნება