Fci.ge

რონალდო: იმედი მაქვს, ნეიმარი მაჯობებს


30-04-2015

რონალდო: იმედი მაქვს, ნეიმარი მაჯობებს

მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა რონალდომ, კიდევ ერთხელ შეაქო კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი.

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს, რაც ფენომენს იმედს უტოვებს, რომ მასზე ძლიერი ფეხბურთელი ყალიბდება ნეიმარის სახით.

 

"გულწრფელად მაქვს იმედი, რომ ნეიმარი აბსოლიტურად ყველაფერში მაჯობებს. მას არანორმალურად ნათელი მომავალი აქვს და ახლაც ფანტასტიკურად თამაშობს.

 

მისმა თამაშმა, ბრაზილიის მოსახლეობა უნდა გააბედნიეროს, რადგან ნეიმარი - კერპია", - განაცხადა რონალდომ.

 

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, ნეიმარმა 29 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლი შეაგდო.


უკან დაბრუნება