Fci.ge

რაკიტიჩი: ბარსელონა - დიდი ოჯახია


3-05-2015

რაკიტიჩი: ბარსელონა - დიდი ოჯახია

კატალონიის "ბარელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, "კორდობას" მიწათან გასწორების შემდეგ (8:0), ისაუბრა მომენტზე, როდესაც ლეო მესიმ ნეიმარს დაუთმო პენალტი, როდესაც საკუთარი ანგარიშის შევსება შეეძლო.

 

არგენტინელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდოს ებრძვის ბომბარდირობისთვის და თავად რომ შეესრულებინა თერთმეტმეტრიანი წარმატებით, ახლა თანაბარი რაოდენობის გოლები ექნებოდათ, მაგრამ ლეომ გუნდის ინტერესები დააყენა წინა პლანზე.

 

"ძალიან მნიშვნელოვანი პირველი გოლის გატანა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მე გამომივიდა. არ იყო ადვილი მატჩი, რადგან "კორდობა" კომფაქტურად მოქმედებდა დაცვაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოვიპოვეთ უპირატესობა და სრულიად ვდომინირებდით.

 

მესიმ ნეიმარს დაარტყმევინა პენალტი? ეს ადასტურებს იმას, რომ გუნდის შიგნით ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ - ერთი დიდი ოჯახი ვართ, ერთინია კოლექტივი", - განაცხადა ხორვატმა ნახევარმცველმა.


უკან დაბრუნება