Fci.ge

კრუზე: მინდა, რომ საკუთარი წვლილი შევიტანო ვოლფსბურგის წარმატებაში


11-05-2015

კრუზე: მინდა, რომ საკუთარი წვლილი შევიტანო ვოლფსბურგის წარმატებაში

მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" თავდამსხმელმა, მაქს კრუზემ ისაუბრა "ვოლფსბურგში" გადასვლის მიზეზებზე და აღნიშნა, რომ გუნდს საკმაოდ ნათელი მომავალი აქვს.

 

მოგეხსენებათ, რომ "ვოლფსბურგის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გუშინ დაადასტურა გერმანელის ტრანსფერი, რომელიც ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს "მგლებთან", "მ.ბორუსია" კი 12 მილიონ ევროს მიიღებს კომპენსაციის სახით.

 

"სულმოუთმენლად ველოდები ჩემი კარიერის ამ ეტაპს. მოლაპარაკებებმა "ვოლფსბურგის" დირექტორთან და მთავარ მწვრთნელთან ძალიან წარმატებულად ჩაიარა, ეგრევე მივხვდი, რომ "მგლების" რიგებში მსურდა თამაში.

 

შემეფერება გუნდის სათამაშო სტილი. ახლა კი მინდა, რომ რაც შეიძლება კარგად ჩავატარო ბოლო შეხვედრები "ბორუსიას" მაისურით, ამის შემდეგ კი "ვოლფსბურგის" სამომავლო წარმატებაში შევიტანო საკუთარი წვლილი", - განაცხადა კრუზემ.

 

27 წლის მაქს კრუზე ძალიან კარგი თავდამსხმელი. გერმანელი ფიზიკურად ძლიერია, მაღალი, მაგრამ კარგად ფლობს ბურთს, შეუძლია თავადაც შექმნას მომენტი და დააგვირგვინოს კიდეც. მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე 10 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.


უკან დაბრუნება