Fci.ge

რონალდო: ფეხბურთს ვარსკვლავები აკლია


11-05-2015

რონალდო: ფეხბურთს ვარსკვლავები აკლია

მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო მიიჩნევს, რომ დღევანდელ ფეხბურთს ნამდვილი ვარსკვლავები აკლია.

 

ფენომენმა გამოყო რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი მისთვის დიდებული ფეხბურთელების რაოდენობა, ის უფრო მეტს მოითხოვს სხვებისგან.

 

"ვეთანხმები ზიდანს, რომ მესი - არანორმალური ფეხბურთელია. იგივეს თქმა შეიძლება რონალდოზე და ნეიმარზეც. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, მსოფლიო ფეხბურთს ვარსკვლავები აკლია", - განაცხადა რონალდომ.

 

რონალდოს სიტყვებს შესაძლოა ბევრი დაეთანხმოს კიდეც, რადგან იმავე ფენომენის პერიოდში, საოცრად დიდი კონკურენცია იყო ოქროს ბურთზე, ახლა კი ორი კაცი იყოფს.


უკან დაბრუნება