Fci.ge

ტოტი: ჯერარდი - სრულყოფილი მოთამაშეა


17-05-2015

ტოტი: ჯერარდი - სრულყოფილი მოთამაშეა

ვინ თუ არა ფრანჩესკო ტოტიმ იცის თუ რას ნიშნავს იყო საკუთარი კლუბის ერთგული, შესაბამისად "რომას" კაპიტანი ასევე კარგად მოიხსენიებს სტივენ ჯერარდს და აცხადებს, რომ მისთვის "ლივერპულის" კაპიტანი მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში შედის.

 

"პირადად მე, სტივის არამხოლოდ ინგლისის მასშტაბით შევიყვანი საუკეთესო სამეულში, არამედ მთელი მსოფლიოს, რადგან ის სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელიც მატჩების ბედს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში წყვეტდა.

 

მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი იოცნებებდა ასეთი კალიბრის მოთამაშესთან ერთად ბურთის გაგორებას. ის მშვენიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ჯერარდი არის მოთამაშე, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს მოუნდება", - განაცხადა "იმპერატორმა".


უკან დაბრუნება