Fci.ge

ბენფიკა პორტუგალიის ჩემპიონია


18-05-2015

ბენფიკა პორტუგალიის ჩემპიონია

პორტუგალიის ჩემპიონატში, 33-ე ტური საჩემპიონო გამოდგა, სადაც ყველაფერი "ბელენენსეს" მიერ გატანილმა ბოლმა გადაწყვიტა ბოლო წუთებზე.

 

ლისაბონის "ბენფიკას" მდევარმა "პორტომ" სწორედ ბოლო წამებზე გაუშვა გოლი და დაკარგა ქულები, რომელიც წყალობითაც "ბენფიკა", რომელმაც "გიმარაეშთან" უგოლო ფრე გააგორა, ოფიციალურად გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

 

"არწივები" სამი ქულით არიან წინ და ბოლო ტურის შედეგად "პორტო" რომც გაუთანაბრდეს "ბენფიკას", ჩემპიონები მაინც ლისაბონელები გახდებიან, რადგან ურთიერთშეხვედრებში აქვთ უპირატესობა, რაც პორტუგალიაში ქულათა რაოდენობის შემდეგ უმთავრესია.

 

შესაბამისად, ლისაბონის "ბენფიკა" - პორტუგალიის ჩემპიონია, ჟორჟე ჟეზუშმა გუნდს 34-ე ტიტული მოაპოვებინა, რაც ფენომენალური მაჩვენებელია. ლისაბონში ზეიმი უკვე დაიწყო, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება დილამდე.


უკან დაბრუნება