Fci.ge

ანჩელოტი: ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება


22-05-2015

ანჩელოტი: ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ არანაერი მოლაპარაკებები არ უწარმოებია "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობასთან.

 

ესპანური პრესა უკვე აჭრელდა ინფორმაციებით იმის შესახებ, რომ იტალიელი სპეციალისტი დატოვებს "რეალს" და მის ადგილს იურგენ კლოპი დაიკავებს. თუმცა, ჯერ კლოპმა, ახლა კი კარლიტომ უარყვეს მსგავსი ჭორები.

 

"ჯერ არ მისაუბრია კლუბის წარმომადგენლებთან საკუთარ მომავალზე. სპეკულაცია პრესაში მადრიდის "რეალის" ახალი მწვრთნელის კანდიდატებზე, არ მანერვიულებს, დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში ეს ნორმალურია.

 

ყოველთვის კარგი ურთიერთობები მქონდა კლუბის პრეზიდენტთან და ახლა არაფერი შეცვლილა. შემატყობინეს, რომ საუბარი სეზონის დასრულების შემდეგ შედგება", - განაცხადა ანჩელოტიმ.


უკან დაბრუნება