Fci.ge

აინტრახტი ფემ ჩაიბარა


15-06-2015

აინტრახტი ფემ ჩაიბარა

გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი კვლავ დაბრუნდა ფრანკფურტულ კლუბში და ამჯერად ტომას შააფი შეცვალა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

 

სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდი მოულოდნელად დატოვა შააფმა, რომელმაც "აინტრახტს" სანახაობრივი ფეხბურთი ათამაშა და მეცხრე ადგილზე გაიყვანა ბუნდესლიგაში, მაგრამ კლუბის მენეჯმენტთან ვერ იპოვნა საერთო ენა.

 

ახლა კი, ლეგენდარული შააფის ადგილს, არმინ ფე დაიკავებს, რომელიც 2011-14 წლების განმავლობაში წვრთნიდა "არწივებს" და საკმაოდ წარმატებულად იმუშავა.

 

არმინ ფეს კონტრაქტი ფრანკფურტის "აინტრახტთან", 2017 წლამდე იქნება ძალაში.


უკან დაბრუნება