Fci.ge

ჰოჯსონი: ინგლისის ნაკრები არანორმალურად ამაყია


15-06-2015

ჰოჯსონი: ინგლისის ნაკრები არანორმალურად ამაყია

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი ძალიან ბედნიერია საკუთარი გუნდის მორიგი წარმატებით, რომელსაც უკვე ათი თამაში არ წაუგია ამ სეზონში, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.

 

გუშინ, "სამმა ლომმა" სტუმრად საკმაოდ რთული მატჩი ჩაატარა სლოვენიის ნაკრებთან, მაგრამ მაინც მოიგო 3:2 და მერვე გამარჯვება მოიპოვა მუნდიალის შემდეგ, ჯგუფში კი დამაჯერებლად ლიდერობს.

 

"არანორმალურად ვამაყობთ ამ დაუმარცხებელი სერიის გამო. რაც ყველაზე მეტად მახარებს ის არის, რომ ივნისშიც კი არ ვაგებთ, არადა ეს თვე ტრადიციულად არ არის სასიამოვნო მოთამასეებისთვის. გადამღლელი სეზონის შემდეგ, რთულია ეროვნულ ნაკრებზე კონცენტრირება და ძალების აღდგენა.

 

ჩვენ კიდევ ერთი წელიწადი გვაქვს, რათა გავაუმჯობესოთ თამაში, სხვადსხვა კომპონენტებში დავიხვეწოთ და უკვა მომავალ ზაფხულს უმაღესი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ.

 

რათქმაუნდა, ძალიან გახარებულნი ვართ ჯეკ უილშირის გამო, რომელმაც დუბლი გაიფორმა. კმაყოფილი ვარ მისი თამაშით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში", - განაცხადა ჰოჯსონმა.


უკან დაბრუნება