Fci.ge

ოფიციალურად: ტაბანუ - სუონსის ფეხბურთელია


19-06-2015

ოფიციალურად: ტაბანუ - სუონსის ფეხბურთელია

"გედების" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა ფრანკ ტაბანუს ტრანსფერი "სენტ-ეტიენიდან".

 

თანხა, რომელიც უელსურმა კლუბმა გადაიხადა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ტაბანუმ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება ლიბერთიზე.

 

საფრანგეთის ლიგა 1-ს 2014/15 წლების სეზონში, ტაბანუმ 31 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

26 წლის ფრანგი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველია, მაგრამ ეს სეზონი ფაქტიურად მხოლოდ მარცხენა მცველის პოზიციაზე ჩაატარა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.


უკან დაბრუნება