Fci.ge

ოფიციალურად: კაკუტა სევილიას ფეხბურთელია


19-06-2015

ოფიციალურად: კაკუტა სევილიას ფეხბურთელია

ფრანგი შემტევი ნახევარმცველი გაელ კაკუტა წამოვიდა ლონდონის "ჩელსიდან" და კარიერას "სევილიაში" გააგრძელებს.

 

ჯერ კიდევ გუშინ განცდა ინფორმაცია, რომ ანდალუსიური კლუბი მოელაპარა ინგლისის ჩემპიონს გაელის ტრანსფერის თაობაზე, დღეს კი ფრანგი უნდა ჩასულიყო ესპანეთში, გაევლო სამედიცინო შემოწმება და გაეფორმებინა კონტრაქტი.

 

"სევილიას" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ კაკუტამ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება რამონ სანჩეს პენხუანზე.

 

კაკუტა უკვე დიდი ხანია "ჩელსის" კუთვნილებაა, მაგრამ ბოლო პერიოდი მხოლოდ განათხოვრებული იყო და ესპანეთში ჩაატარა 2014/15 წლების სეზონი.

 

გასულ სეზონში, კაკუტამ 35 მატჩი ჩაატარა "რაიო ვალეკანოს" მაისურით, ხუთი გოლი გაიტანა და საკმაოდ კარგად იასპარეზა, მას შეუძლია ალეშ ვიდალის ღირსეულად შეცვლა შეტევის მარჯვენა ფრთაზე.


უკან დაბრუნება