Fci.ge

ალეგრი: კმაყოფილი ვარ მანჯუკიჩის შეძენით


19-06-2015

ალეგრი: კმაყოფილი ვარ მანჯუკიჩის შეძენით

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ უახლოეს პერიოდში, მარიო მანჯუკიჩი "ბიანკონერის" ფეხბურთელი გახდება.

 

ეს ინფორმაცია გუშინ გაავრცელა იტალიურმა პრესამ, მაგრამ ჯერ ოფიციალურად არც ერთი, არც მეორე კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს არ დაუდასტურებია, მაგრამ იტალიელმა სპეციალისტმა უკვე ისაუბრა ხორვატის დამატებაზე.

 

"მანჯუკიჩს ყველა ტურნირზე გააქვს გოლები, რომელშიც მონაწილეობას იღებს, მას ძლიერი ხასიათი აქვს და ყველაფერი გამოსდის. შევიძინეთ მარიო, რადგან გვინდოდა მისი საკუთარ რიგებში ხილვა, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ.

 

კომანი, დიბალა, მორატა, მანჯუკიჩი - ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, რომელთა უმრავლესობა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა", - განაცხადა ალეგრიმ.


უკან დაბრუნება