Fci.ge

რეალმა იცის, როგორ შეცვალოს სერხიო რამოსი


25-06-2015

რეალმა იცის, როგორ შეცვალოს სერხიო რამოსი

ლონდონის „არსენალის“ მცველი ლორან კოსელნიმ შესაძლოა კარიერა პრიმერაში განაგრძოს. ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ სატრანსფერო სიაში მოხვდა. რაფაელ ბენიტესს ეშინია სერხიო რამოსის დაკარგვა და უკვე ეძებს მოთამაშის შემცვლელს.

 

კოსელნი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და მას დიდი გამოცდილება აქვს, ასე რომ „რეალის“ გადაწყვეტილება გასაგებია.  გასულ სეზონში 29 წლის მცველმა „არსენალში“ 27 მატჩი ჩაატარა და სამი გოლის ავტორი გახდა. შესაძლო ტრანსფერის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.


უკან დაბრუნება