Fci.ge

კლაუდიო მარკიზიო ტევეს ახალ გუნდში წარმატებებს უსურვებს


25-06-2015

კლაუდიო მარკიზიო ტევეს ახალ გუნდში წარმატებებს უსურვებს

მიუხედავად იმისა, რომ კარლოს ტევესის წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება არ ყოფილა, ზოგიერთი ფეხბურთელი და სპეციალისტი მოთამაშეს ემშვიდობებიან. ადრე პავე ნედვედი - „იუვენტუსის“ ხელძღვანელობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტევესი მიდის  -  ეს დანაკარგია და ახლა კი არგენტინელს კლაუდიო მარკიზიო ემშვიდობება.

 

„წარმატებები. მადლობას გიხდი ორი ფანტასტიური წლისთვის.  ჩვენ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას და  ვიყოფდით დამარცხების სიმწარეს. შენ ყოველთვის იქნები ჩემისთვის მაგალითი და მისაბაძი“,- განაცხადა მარკიზიომ.

 

მოსალოდნელია, რომ კარლოს ტევესი კარიერას „ბოკა ხუნიორსში“ განაგრძობს.


უკან დაბრუნება