Fci.ge

ჰეიტინგა აიაქსში დაბრუნდა


25-06-2015

ჰეიტინგა აიაქსში დაბრუნდა

გამოცდილი ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი ჯონი ჰეიტინგა კარიერას მშობლიურ კლუბში გააგრძელებს.

 

ამსტერდამის "აიაქსის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ 31 წლის მოთამაშემ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, 2016 წლის 30 ივნისამდე. თუმცა, ხელშეკრულება შესაძლოა ავტომატურად გახანგრძლივდეს კიდევ ერთი წლით.

 

ჰონი ჰეიტინგამ სწორედ ამსტერდამულ გრანდში დაიწყო პროფესიონალური კარიერა. ამის შემდეგ ის მადრიდის "ატლეტიკოს", "ევერტონის", "ფულჰემის" და "ჰერტას" ღირსებას იცავდა.

 

ბუნდესლიგის 2014/15 წლების სეზონში ჰოლანდიელმა ტრავმის გამო ბევრი მატჩი ვერ ჩაატარა, მაგრამ ცუდ ფიზიკურ კონდინციებში არ იმყოფება.


უკან დაბრუნება