Fci.ge

ოფიციალურად: დეულოფეუ ევერტონში გადადის


25-06-2015

ოფიციალურად: დეულოფეუ ევერტონში გადადის

კატალონიის "ბარსელონას" აღზრდილი ხერარდ დეულოფეუ კარიერას გუდისონ პარკზე გააგრძელებს.

 

როგორც ლივერპულული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს, ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწია "ბლაუგრანას" მესვეურებთან, 21 წლის ესპანელის ტრანსფერის თაობაზე. ინგლისელები მის სანაცვლოდ ექვს მილიონ ევროს გადაიხდიან.

 

ხერარდ დეულოფეუ "ევერტონის" ფეხბურთელი 1 ივლისიდან გახდება, როდესაც კონტრაქტი სქემით "3+1" შევა ძალაში.

 

აღსანიშნავია, რომ კატალონიურ გრანდს შეუძლია უახლოესი ორი წლის განმავლობაში შეღავათიან ფასად დაიბრუნოს ხერარდი, გარდა ამისა თუ "ევერტონი" მის გაშვებას მოისურვებს, პირველ რიგში "ბარსას" უნდა დაუკავშირდეს.

 

შეგახსენებთ, რომ დეულოფეუმ 2013/14 წლების სეზონი ჩაატარა "ევერტონში" იჯარის წესით და კარგად წარმოაჩინა თავი.


უკან დაბრუნება