Fci.ge

ჟოზე მოურინიო: ჩელსის ახალი სტადიონი სჭირდება


25-07-2015

ჟოზე მოურინიო: ჩელსის ახალი სტადიონი სჭირდება

„ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ საჭიროა ახალი სტადიონი, რომელიც კლუბის განვითარების შემდეგი ნაბიჯი იქნება. ამის სანაცვლოდ ჟოზე მზად არის საშინაო მატჩები სამი წლის მანძილზე სხვა სტადიონზე ჩაატაროს.

 

„ „სტემფორდ ბრიჯზე“ 98 მატჩი ჩავატარე და იმედი მაქვს კიდე უფრო მეტს ჩავატარებ. ვიცი, რომ კლუბს შემდეგი ნაბიჯი სჭირდება, და ეს ნაბიჯი ახალი „სტემფორდ ბრიჯია“, სადაც უფრო მეტი ადგილი იქნება.

 

გარკვეული დროით კლუბს სახლის დატოვება მოუწევს. ეს ცუდია, მაგრამ თუ არჩევანი არ გვექნება საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე ჩავატარებთ“,- აცხადებს მოურინიო.


უკან დაბრუნება