Fci.ge

კასილასი: რეალიდან წასვლა? მშვიდად სუთქვა მჭირდებოდა


1-09-2015

კასილასი: რეალიდან წასვლა? მშვიდად სუთქვა მჭირდებოდა

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა გოლკიპერმა იკერ კასილასმა კიდევ ერთხელ ახსნა თუ რატომ დატოვა სანტიაგო ბერნაბეუ და გააგრძელა კარიერა დრაგაოზე.

 

34 წლის ესპანელი "დრაკონებს" ამ ზაფხულს შეუერთდა და "პორტოს" გულშემატკივრებმა ძალიან თბილად მიიღეს მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდა.

 

"იმ დროის განმავლობაში ძალიან ხშირად მაკრიტიკებდნენ, როდესაც ჩემთვის აუცილებელი იყო მშვიდად სუნთქვა. ახლა კი ბედნიერი ვარ, რაც ძალიან მეტყობა", – განაცხადა იკერმა.

 

მოგეხსენებათ თუ რა მოჰყვა კასილასის "რეალიდან" წასვლის ინფორმაციას. ისიც კი დაიწერა, რომ "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი განგებ აგულიანებდა ქომაგებს იკერის საწინააღმდეგოდ.


უკან დაბრუნება