Fci.ge პრევიუ: ალბანეთი Vs პორტუგალია7-09-2015 |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი უახლოვდება კულმინაციას, დღეს მერვე ტურის მორიგი მატჩები გაიმართება. მანამ, სანამ ჩვენთვის ყველაზე საინტერესოზე გადავალთ, ერთმანეთს ბოლო ჯგუფის გუნდები გაეჯიბრებიან. სომხეთი ნაადრევად მიიღებს დანიას, შემდეგ კი ალბანეთი უმასპინძლებს პორტუგალიის ნაკრებს, მატჩი ძალიან საინტერესო და პრინციპული იქნება.
ალბანეთი Vs პორტუგალია
ჩემპიონატი: ევრო 2016–ს შესარჩევი ციკლი, VIII ტური თარიღი: 22:45 საათი, 7 სექტემბერი სტადიონი: ელბასან არენა, ელბასანი მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი) პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports
ალბანეთის ნაკრები ამ შესარჩევი ციკლის მთავარი აღმოჩენაა და ერთადერთი გუნდია I ჯგუფში, რომელსაც ჯერჯერობით არცერთი მატჩი არ წაუგია. ხუთი ტურის შემდეგ, ჯოვანი დე ბიაზის გუნდი 11 ქულით დამაჯერებლად იმყოფება მესამე ადგილზე და ათით უსწრებს სერბეთს, რომელსაც ჩინებული შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. ალბანელები საკმაოდ ორგანიზებულად და სამაგილითოდ მოქმედებენ, მათმა წარმატებამ სრულიად მსოფლიო ფეხბურთის ქომაგები გააოცა, რადგან ალბანური ფეხბურთი არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ არის ამ ნაკრებში რამდენიმე საინტერესო მოთამაშე. მაგალითად მეკარე გერიშა, ჰისაი, მავრაი, ტალანტ ჯაკა, გაში, რომელთაც იცნობს ასე თუ ისე გულშემატკივარი. დი ბიაზი, რომელიც გამოცდილი იტალიელი სპეციალისტიას უკვე ხუთი წელია ავარჯიშებს ალბანეთის ნაკრებს და აშკარაა, რომ ეს მისი შექმნილი გუნდია. დაცვის ხაზი საკმაოდ კარგია, ეს ალბანელთა მთავარი სიძლიერეა. 2015 წელს ალბანეთმა სულ სამი მატჩი ჩაატარა, შესარჩევში მოუგო სომხეთს და უგოლო ფრე გააგორა დანიასთან, საფრანგეთის ნაკრებს კი ამხანაგურ შეხვედრაში 1:0 მოუგო ელბასანში. აშკარაა, რომ ალბანეთი ფლეი–ოფში მაინც ითამაშებს, მაგრამ ახლა დანიასაც 11 ქულა აქვს, ლიდერ პორტუგალიას კი 12. ასე, რომ ჯგუფში კიდევ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ალბანელებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ალბანეთის ნაკრებს არანაერი საკადრო პრობლემა არ აქვს.
ფერნანტო სანტუშის პორტუგალიის ნაკრები ჯერჯერობით მხოლოდ მინიმალური ანგარიშებით იგებს. ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ ყველა ტურნირზე, პორტუგალია კაბო ვერდესთან დამარცხდა შინ 0:2, ამას კიდევ ორი გამარჯვება და საფრანგეთთან მარცხი მოჰყვა ლისაბონში. პორტუგალიელები ჯგუფის ლიდერები არიან და დღეს თუ სამ ქულას მოიპოვებენ სერიოზულ ნაბიჯს გადადგამენ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ. სანტუში პორტუგალიის ნაკრებს განსხვავებული ტაქტიკით ათამაშებს და თაობა ძალიან საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრებები სერიზოულ წარმატებებს აღწევენ, მთავარი გუნდის შემადგენლობა არც ისე შთამბეჭდავია. თანაც ტრავმის გამო ფაბიო კოენტრაო, ვილიამ კარვალიო და ჟოაო მოუტინიო გამოტოვებენ შეხვედრას. პლიუს ამას დისკვალიფიკაცირებულია გამოცდილი საყრდენი ტიაგო მენდეში. საფრანგეთთან შეხვედრაში კი ვეტერანი რიკარდო კარვალიო დაიმტვრა, რომელსაც სავარაუდოდ ჟოზე ფონტე შეცვლის.
პორტუგალიის ნაკრებს პირადი ანგარიში აქვს გასასწორებელი ალბანეთთან. ლისაბონში, ალბანელებმა 1:0 იმარჯვეს და ამას მოჰყვა პაულო ბენტოს განთავისუფლება, ვნახოთ სანტუში რას იზამს ამ სენსაციური გუნდის წინააღმდეგ.
სავარაუდო შემადგენლობები:
საინტერესო ფაქტები:
ამ გუნდების ურთიერთშეხვედრები
ევრო 2016–ს შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ბომბარდირები
უკან დაბრუნება |