Fci.ge

სანტუში: რონალდო ტკივილის ფონზე თამაშობდა


8-09-2015

სანტუში: რონალდო ტკივილის ფონზე თამაშობდა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტუშმა დაიცვა კრიშტიანო რონალდო, რომელსაც უკვე ოთხი თამაშია არ გაუტანია გოლი ეროვნული გუნდის მაისურით.

 

გუშინ, პორტუგალიის ნაკრებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა სტუმრად ალბანეთის წინააღმდეგ და მხოლოდ 1:0 იმარჯვა, მიგელ ველოზოს მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით.

 

"რონალდოს სეზონში 50 გოლი გააქვს. არ არის გასაკვირი, რომ ყველა აქცევს ყურადღებას მის რამდენიმე მატჩიან მშრალ სერიას, რადგან რონალდოსგან ეს უჩვეულოა.

 

მან საოცარი ერთგულება გამოამჟღავნა პორტუგალიისადმი, რადგან ჩვენი ღირსება სერიოზული ტკივილების ფონზე დაიცვა. გოლები კი აუცილებლად მოვლენ", – განაცხადა სანტუშმა.

 

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიამ ევრო 2016–ს შესარჩევში მეხუთედ მოიგო სანტუშის ხელმძღვანელობით მინიმალური ანგარიშით და ახლა 15 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს ბოლო ჯგუფს.


უკან დაბრუნება