Fci.ge

ჰეკინგი: ცოტათი არ გაგვიმართლა


1-10-2015

ჰეკინგი: ცოტათი არ გაგვიმართლა

"ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი მიიჩნევს, რომ მის გუნდს გუშინ ცოტა იღბალი დააკლდა.

 

ოლდ ტრაფორდზე, "მგლებმა" ღირსეულად იბრძოლეს, სწრაფი გოლიც გაიტანეს, მაგრამ საბოლოოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა ქამბექის შესრულება – 2:1.

 

"პირველ რიგში, მინდა მივულოცო "მანჩესტერ იუნაიტედს". ვფიქრობ, კარგი თამაში ჩავატარეთ – ნამდვილად კარგად დავიწყეთ და გავაოცეთ "მანჩესტერი" სწრაფი გოლით, მაგრამ არ გაგვიმართლა, როდესაც ტაიმის მიწურულს გავუშვით. მეორე ტაიმშიც, "იუნაიტედმა" საკმაოდ იღბლიანი ბურთი შეაგდო, ბოლო 25 წუთი ყველაფერი გავაკეთეთ, შევქმენით მომენტები, მაგრამ ვერ გავათანაბრეთ ანგარიში.

 

ბოლო 25 წუთის განმავლობაში დამაჯერებლად ვმოქმედებდით, ვცდილობდით მოგვეპოვებინა კარგი შედეგი. საბოლოო ჯამში, ცოტა იღბალი დაგვაკლდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ მშვენიერი ასპარეზობის შემდეგ ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ მომავალს.

 

სიტუაცია ჯგუფში ძალიან დაძაბულია, ახლა ყველა გუნდს სამი ქულა აქვს. ახლა, ორი თამაში გვაქვს "პსვ"–ს წინააღმდეგ, რათა საფუძველი შევქმნათ. როგორც ლუი ვან გაალმა აღნიშნა – უნდა მოიგო საშინაო თამაშები", – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.


უკან დაბრუნება