Fci.ge

კარვალიო, ტიაგო და რონალდო სერბეთთან არ ითამაშებენ


9-10-2015

კარვალიო, ტიაგო და რონალდო სერბეთთან არ ითამაშებენ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტუშმა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააბრუნოს საკუთარ კლუბებში.

 

გუშინ, "სელესაომ" 1:0 მოუგო დანიის ეროვნულ გუნდს და გაინაღდა ევრო 2016–ზე თამაში. შესაბამისად, სანტუში დასვენების საშუალებას მისცემს რიკარდო კარვალიოს, ტიაგოს და კრიშტიანო რონალდოს.

 

"ადრე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დანიასთან გამარჯვების შემთხვევაში გარკვეულწილად შევცვლიდი შემადგენლობას სერბეთთან თამაშის წინ. 

 

მშვენივრად გვემის თუ როგორ უჭირთ მოთამაშეებს ასეთ გადატვირთულ გრაფიკში მუშაობა. გარდა ამისა, მაინტერსებს ვიხილო მინდორზე შედარებით გამოუცდელი მოთამაშეები.

 

სწორედ ამიტომ, რიკარდო კარვალიოს, ტიაგოს და კრიშტიანო რონალდოს გავუშვებთ კლუბებში", – განაცხადა სანტუშმა.


უკან დაბრუნება