Fci.ge

ჰუმელსი: საქართველოს ნაკრები ტექნიკურად ძალიან ძლიერია


12-10-2015

ჰუმელსი: საქართველოს ნაკრები ტექნიკურად ძალიან ძლიერია

გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელმსა შეაქო ჩვენი ეროვნული გუნდის ტექნიკა.

 

"ბუნდესნაკრების" დამცველებს ძალიან გაუჭირდათ თორნიკე ოქრიაშვილისა და ვაკო ყაზაიშვილის შეჩერება, ისინი კარგად ავიწროვებნდნე მოტოქეს და სერიოზული პრობლემები შეუქმნეს უკანა ხაზს.

 

"ძალიან ცუდი და სამწუხაროა, რომ ვერ გამოვიყენეთ ბევრი საგოლე მომენტი, მათი რეალიზაცია გაცილებით გაამარტივებდა ცხოვრებას. ამაზე ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო.

 

ვიცით, რომ ქართველები ტექნიკურად გაცილებით ძლეირები არიან, ვიდრე ამას ფიფა–ს რეიტინგი ასახავს. ზოგ სიტუაციებში, ისინი ორი–სამი გარბიან შეტევაში, მაგრამ მაინც ქმნიან უპირატესობას და ეს მსოფლიოში ნებისმიერ გუნდს უქმნის პრობლემებს", – განაცხადა ჰუმესლმა.


უკან დაბრუნება