Fci.ge

კნიხოვიაკი: უფრო მეტი გვსურს


12-10-2015

კნიხოვიაკი: უფრო მეტი გვსურს

პოლონეთის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი გრეგორჟ კნიხოვიაკი ძალიან ბედნიერია, რომ მისი გუნდი გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ამბიციები უფრო დიდია.

 

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო თამაში იყო გადამწყვეტი, რომელიც პოლონეთმა შინ 2:1 მოიგო ირლანდიასთან და ჯგუფი მეორე ადგილი დაიკავა.

 

"საკუთარი ამოცანა შევასრულეთ და ახლა მეშვიდე ცაზე ვარ სიხარულით. საკვალიფიკაციო ეტაპი არ გამოდგა ადვილი, ისევე როგორც ეს მატჩი, მაგრამ ამისათვის მზად ვიყავით. 

 

როგორც ჩანს, ამ სტადიონზე მიმართლებს გოლებში. ყველას არ გამოსდის მნიშვნელოვანი ბურთების შეგდება საკუთარი ოჯახისა და მეგობრების თვალწინ. გავიტანე გოლი ევროპის ლიგის ფინალში "დნეპრთან" და ახლა ირლანდიასთან. ორივე მატჩი მოვიგეთ. 

 

კარგია, რომ პოლონეთის ნაკრები ასე ლაღად და კარგად თამაშობს, მაგრამ ამ გუნდს უფრო მეტიც შეუძლია. მხოლოდ მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ ტურნირზე", – განაცხადა "სევილიას" მოთამაშემ.


უკან დაბრუნება