Fci.ge

კოულმანი: უელსური ფეხბურთი უნდა შეიცვალოს


12-10-2015

კოულმანი: უელსური ფეხბურთი უნდა შეიცვალოს

უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კრის კოულმანი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა უნდა გააგრძელოს პროგრესირება.

 

უელსელები 1958 წლის მუნდიალის შემდეგ პირველად მოხვდნენ დიდ საერთაშორისო ტურნირზე. კოულმანის კონტრაქტი კი ევროპის ჩემპიონატის მერე იწურება, მაგრამ მას გახანგრძლივება სურს.

 

"საფრანგეთისკენ გზას ვადგავართ და ვერ ვხედავ ნაკრების დატოვების მიზეზებს. ახლა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული და ვეცდებით დავტკბე ამ მომენტით.

 

დიახ, გავედით ტურნირზე, მაგრამ პროგრესირება უნდა გავაგრძელოთ. უნდა შეიცვალოს პერსონალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის სტრუქტურას განაგებს. დიახ, შევასრულეთ კარგი სამუშაო, მაგრამ ამაზე გაჩერება არ შეიძლება.

 

მზად უნდა ვიყოთ კრიტიკისათვის, რადგან რაღაცი შეცვლა გვინდა და ეს ყოველთვის იდეალურად ვერ დასრულდება", – განაცხადა კრისმა.


უკან დაბრუნება