Fci.ge

ლოპეტეგი: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი


21-10-2015

ლოპეტეგი: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი

"პორტოს" მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი თვლის, რომ მის გუნდს ჯერ არაფრისთვის მიუღწევია.

 

გუშინ, დრაგაოზე, "დრაკონებმა" ძალიან მარტივად 2:0 დაამარცხეს თელ–ავივის "მაკაბი" აბუბაქარისა და ბრაიმის გოლებით. ამ გამარჯვების წყალობით, "პორტო" ჯგუფის ლიდერი გახდა 7 ქულით, მეორეა კიევის "დინამო" – 5 და "ჩელსის" 4 ქულა აქვს.

 

სიტუაცია ისეთია, რომ თუ პორტუგალიელები ისრაელშიც მოუგებენ "მაკაბის" ფაქტიურად ფლეი–ოფის საგზურს გაინაღდებენ.

 

"მისია რაღათქმაუნდა შესრულებულია. ძლიერი გუნდი დავამარცხეთ, საკმაოდ ჭკვიანი, რომელიც არანერი ზეწოლის ქვეშ არ იმყოფება და თავისუფლად მოქმედებს მინდორზე.

 

კარგი თამაში ჩავატარეთ, ისეთი, როგორც ჩემპიონთა ლიგას შეეფერება. კარგია, რომ ჯგუფის ლიდერები ვართ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია", – განაცხადა ესპანელმა.


უკან დაბრუნება