Fci.ge

ჰამზაოღლუ: ენთუზიაზმი და ამბიცია გადამწყვეტი ფაქტორები იყო


22-10-2015

ჰამზაოღლუ: ენთუზიაზმი და ამბიცია გადამწყვეტი ფაქტორები იყო

"გალათასარაის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰამზა ჰამზაოღლუმ შეაფასა საკუთარი გუნდის გუშინდელი გამარჯვება ლისაბონის "ბენფიკას" წინააღმდეგ.

 

თურქულმა გრანდმა ორწლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა პირველი გამარჯვების მოპოვება ამ ტურნირზე და 2:1 სძლია პორტუგალიურ კლუბს, რომელიც დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა ინანმა და პოდოლსკიმ პირველ ნახევარში გაიტანეს გოლები.

 

"გამადწყვეტი ფაქტორები ამბიცია და ენთუზიაზმი იყო, მთელი გუნდი ბოლომდე იბრძოდა და დაიმსახურა გამარჯვება. მშვენიერია ჩემპიონთა ლიგის თამაშის მოგება ამხელა პაუზის შემდეგ. ჩემს ბიჭებს სჯეროდათ, რომ შეგვეძლო მოგება, არანაერი მნიშვნელობა არ აქვს წარსულს.

 

დარჩენილი მატჩების შემხედვარე, ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლის ცოტა შანსი გვაქვს. თუმცა, ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და მადრიდიდან, ლისაბონიდან წამოვიღოთ საუკეთესო შედეგები. ადვილი არ იქნება, მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს", – განაცხადა ჰამზაოღლუმ.


უკან დაბრუნება