Fci.ge

ვენგერი: იოზილმა უფრო მეტი უნდა გაიტანოს


23-10-2015

ვენგერი: იოზილმა უფრო მეტი უნდა გაიტანოს

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა შეაფასა გუნდის გერმანელი გამთამაშებელი და აგრეთვე თავდასხმის ხაზზეც ისაუბრა.

 

"იოზილი – მსოფლიო დონის მოთამაშეა. გარდა საგოლე გადაცემებისა, მისი კალიბრი ფეხბურთელმა, უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს.

 

ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენს თავდამსხმელებს ბევრი გოლი გააქვთ. მსოფლიოში ვერცერთი კლუბი ვერ გაბედავს ერთი ცენტრფორვარდით თამაშს მთელი სეზონის განმავლობაში", – განაცხადა ლეგენდარულმა ფრანგმა.

 

პრემიერ ლიგის ამ სეზონში, მესუტმა ერთი ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა. თეო უოლკოტმა და ოლივიე ჟირუმ, ოთხი და ხუთი გოლი გაიტანეს შესაბამისად, ყველა ტურნირზე ერთად.


უკან დაბრუნება