Fci.ge

მოურინიო: არ გვეშინია პრემიერ ლიგაში წაგების


23-10-2015

მოურინიო: არ გვეშინია პრემიერ ლიგაში წაგების

ლონდონური დერბის წინ, "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ საკუთარი აზრები გაუზიარა ჟურნალისტებს.

 

"აზარმა ითამაშა ოთხშაბათს, მაგრამ არ ვიცი გავა თუ არა მინდორზე "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ. მაგალითისთვის, მატიჩი "ვილასთან" სკამზე იჯდება, მაგრამ სამ დღეში მატჩის გმირი გახდა კიევში.

 

"ასტონ ვილასთან" მოპოვებული გამარჯვება – დადებითი შედეგია ისევე როგორც, ფრე "დინამოსთან". ორივე მატჩში მშრალად შევინახეთ საკუთარი კარი.

 

შეხედეთ სატურნირო ცხრილს და ნახეთ თუ რა პოზიციაზე იმყოფება "ვესტ ჰემი" და სად ვართ ჩვენ. ამის შემდეგ მარტივად გამოიტანთ დასკვნებს. არ გვეშინია პრემიერ ლიგაში წაგების, მშვიდად ვითამაშებთ", – განაცხადა მოურინიომ.

 

ცხრა ტურის შემდეგ, "ჩელსი" მე–12 ადგილზეა ინგლისის ჩემპიონატში 11 ქულით და ექვსით ჩამორჩება მეოთხეზე მყოფ "ჩაქუჩებს".


უკან დაბრუნება