Fci.ge გერმანიის ბუნდესლიგა: 24 ოქტომბრის მატჩების პრევიუ24-10-2015 |
||||||||||||||||||||||||||||||
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, კვლავ საქმეში ერთვებიან ევროპის წამყვანი ჩემპიონატები. გერმანულმა კლუბებმა ევროარენაზე წარმატებით იასპარეზეს, ახლა კი ეროვნულ ჩემპიონატში ეცდებიან საკუთარი პოზიციების გამტკიცებას. დღეს ექვსი მატჩი გაიმართება, გუშინ კი "ჰამბურგმა" სტუმრად 1:0 სძლია "ჰოფენჰაიმს" და იმედია გუნდები დღეს გაგვამხიარულებენ.
ჰანოვერი Vs აინტრახტი
ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, X ტური თარიღი: 17:30 საათი, 24 ოქტომბერი სტადიონი: HDI არენა, ჰანოვერი მთავარი მსაჯი: – პირდაპირი ტრანსლიაცია: –
სავარაუდო შემადგენლობები:
ტრავმირებულნი არიან: ანდრე ჰოფმანი, ედგარ პრიბი, ჩარლისონ ბენშოპი. საეჭვოა: ოლივერ სორგი, კენან კარამანი. დისკვალიფიკაცირებულნი არიან: –
ტრავმირებულნი არიან: ანდერსონ ბამბა, სონი კიტელი. საეჭვოა: – დისკვალიფიკაცირებულნი არიან: –
საინტერესო ფაქტები:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მაინცი Vs ვერდერი
ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, X ტური თარიღი: 17:30 საათი, 24 ოქტომბერი სტადიონი: კოფაკე არენა, მაინცი მთავარი მსაჯი: – პირდაპირი ტრანსლიაცია: –
სავარაუდო შემადგენლობები:
ტრავმირებულნი არიან: ელკინ სოტო, ფაბიან ფრეი, ნიკი ციმილინგი, ენრიკე სერენო, ჯონ კორდობა, კრისტიან კლემენსი. საეჭვოა: – დისკვალიფიკაცირებულნი არიან: –
ტრავმირებულნი არიან: რაფაელ ვოლფი, იოზკან ილდირიმი, არონ იოჰანსონი. საეჭვოა: – დისკვალიფიკაცირებულნი არიან: –
საინტერესო ფაქტები:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბაიერი Vs შტუტგარტი
ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, X ტური თარიღი: 17:30 საათი, 24 ოქტომბერი სტადიონი: ბაიარენა, ლევერკუზენი მთავარი მსაჯი: – პირდაპირი ტრანსლიაცია: –
ლევერკუზენის "ბაიერმა" ბოლო სამი თამაში ფრედ დაასრულა ყველა ტურნირზე, აქედან ორი ბუნდესლიგაში და ერთი სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე. "რომასთან" უბრალოდ არანორმალური, ისტორიული შეხვედრა გაიმართა ბაიარენაზე, რომელსაც ლევერკუზენელები იგებდნენ 2:0, მაგრამ სტუმრებმა პირველივე ტაიმში აღადგინეს წონასწორობა. შემდეგ, უკვე "მგლები" გავიდნენ წინ ორი ბურთით, მაგრამ ბოლო 15 წუთში კევინ კამპლმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი – ჯერ საუცხოო ბურთი შეაგდო, შემდეგ დიდებული შეტევა წამოიწყო, რომელიც ადმირ მეჰმედიმ დააგვირგვინა, საბოლოოდ – 4:4 და ყველაფერი რომში გადაწყდება. ამ ფენომენალური თამაშის შემდეგ, როჯერ შმიდტი და მისი გუნდი ფსიქოლოგიურად კარგ განწყობაზეა, მაგრამ დაცვაში თამაში ვერანაერ კრიტიკას ვერ უძლებს. გამოჯანმრთელდა გამოცდილი თურქი იომერ თოფრაქი და იქნებ მან მოახერხა სიტუაციის დალაგება. ბოლო თამაშები თურქმა საყრდენის პოზიციაზე ითამაშა, მაგრამ ახლა დროა დაუბრუნდეს ჩვეულ პოზიციას, რადგან კამპლი იდეალურად გამოიყურება. "ჰამბურგთან" შეხვედრაში "ბაიერს" ძალიან არ გაუმართლა, უამრავი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მათ ძირითადად ჩიჩარიტო აფუჭებდა. ახლა, "ფარმაცეპტები" 14 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან და ეცდებიან მოიპოვონ მნიშვნელოვანი გამარჯვება. ჰილბერტი, იედვაი და არანგისი ვერ ეხმარებიან გუნდს, კისლინგი და ლარს ბენდერი კი შესაძლოა განაცხადში იყვნენ.
ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ, "შტუტგარტი" ნელ–ნელა მოდის გონს, მომენტებსაც იყენებს და წინა ტურში პირველი საშინაო გამარჯვება, საერთოდ პირველი ქულები მოიპოვა მერსედეს–ბენც არენაზე, თანაც პირველად შეინახა კარი მშრალად ამ სეზონში. "ჰოფენჰაიმთან" ფრის შემდეგ, "შვაბებმა" შინ დაამარცხეს "ინგოლშტადტი" დანიელ დიდავის ერთადერთი გოლით. სამწუხაროდ, იმ შეხვედრის მიწურულს წითელი ბარათი მიიღო მეორე გაფრთხილებით სერეი დიემ, რომელიც ავტომატურად ტოვებს ამ შეხვედრას. კოტ'დიუვარელ საყრდენს, სავარაუდოდ, კარლოს კრუეზო შეცვლის. კაპიტანი კრისტიან გენტნერი, ფილიპ კოსტიჩი, დანიელ გინჩეკი, რობი კრუსი და მიტჩელ ლანგერაკი ტრავმირებულნი არიან. "შტუტგარტის" დანაკლისი ძალიან სერიოზულია, მაგრამ ალექსანდრ ცორნიგერის გუნდს როგორც ჩანს ასე უფრო კარგად გამოსდის ქულების დაგროვება. ვნახოთ როგორ გააგრძელებენ "შვაბები". შემადგენლობა კარგია, მთავარი მწვრთნელიც შემტევ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს და "შტუტგარტი" აუცილებლად იბრძოლებს ევროტურნირებისთვის, უბრალოდ დროის საკითხია ეს ამბავი.
ლევერკუზენის "ბაიერი" აშკარა ფავორიტია და უნდა მოიგოს დღევანდელი შეხვედრა. თუმცა, "შტუტგარტი" გამოირჩევა სერიოზულ გუნდებთან ბრძოლით და ვნახოთ ამჯერად რას იზამს ბაიარენაზე.
სავარაუდო შემადგენლობები:
საინტერესო ფაქტები:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დარმშტადტი Vs ვოლფსბურგი
ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, X ტური თარიღი: 17:30 საათი, 24 ოქტომბერი სტადიონი: ბიოლენფალტორი, დარმშტადტი მთავარი მსაჯი: – პირდაპირი ტრანსლიაცია: –
გერმანიის ბუნდესლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული "დარმშტადტი" ჯერჯერობით შესანიშნავად გამოიყურება და 13 ქულით მეცხრე ადგილზეა, მხოლოდ ორით ჩამორჩება "ვოლფსბურგს", რომელიც მესამეზეა. "მაინცთან" დრამატული მარცხის შემდეგ, "ლილიები" საშინელ ფორმაში მყოფ "აუგსბურგს" ესტუმრნენ და 2:0 იმარჯვეს. მორიგი წარმატებული თამაში ჩაატარა სანდრო ვაგნერმა და გატანილი გოლითაც გამოიჩინა თავი. მან უკვე ამოაგდი ძირითადი შემადგენლობიდან ცნობილი შტრო–ენგელი და ვნახოთ როგორ გააგრძელებს. გარდა ამისა, ამ გუნდის რიგებში ირიცხება "ადამიანი წვერი" მარკო ზალერი, რომელიც დირკ შუსტერის მთავარი ჯოკერია და მშვენივრად შედის ხოლმე შეცვლაზე. "დარმშტადტი" საკმაოდ ორგანიზებული, შეტევაზე აქცენტირებული და მებრძოლი გუნდია, რაც ამ სეზონში არაერთხელ დაამტკიცეს, მაგალითად ვესტფალენზე. "ლილიებს" ბევრი საინტერესო მოთამაშე ჰყავთ და აშკარად უფრო კარგად, სტაბილურად გამოიყურებიან ვიდრე უფრო გამოცდილი გუნდები. შუსტერს არანაერი საკადრო პრობლემა არ აქვს, მხოლოდ ჰოლანდია ტრავმირებული. "დარმშტადტის" მთავარი მიზანი ეროვნულ ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებაა და ჯერჯერობით, ყველაფერი იდეალურად მიდის.
რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ, "ვოლფსბურგმა" კარგად დაისვენა და ბოლო ორი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. "მგლებმა" ჯერ "ჰოფანჰაიმი" დაამარცხეს შინ 4:2, თანაც ამ შეხვედრაში სამი ასისტი გააკეთა დრაქსლერმა და კარიერაში პირველი ჰეთ–რიქი გაიფორმა მაქს კრუზემ. კრუზემ ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა თავი "პსვ"–ს წინააღმდეგ, როდესაც ბოლო გოლი გაუტანა ჰოლანდიელებს – 2:0. დიტერ ჰეკინგის გუნდმა ორი კარგი, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, თანაც ჩვენა ძალიან კარგი შემტევი ფეხბურთი. კრუზესა და დრაქსლერის პროგრესი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ უნდა აღვშნიშნოთ ლუის გუსტავოს დამაჯერებელი მოქმედებებიც. ბრაზიელი საყრდენი საუცხოოდ კარგი იყო შუაკვირას და ისიც მნიშვნელოვანი ფიგურაა. ახლა, "ვოლფსბურგი" მეოთხე პოზიციაზეა 15 ქულით და ეცდება დაწინაურდეს თუ ექნება ამის საშუალება. ლაზარეთში ისევ მხოლოდ რობინ კნოხეა და ვნახოთ რა გამოუვა ჰეკინგის კოლექტივს.
"ვოლფსბურგი" ფავორიტია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს "დარმშტადტის" საოცარი ხასიათი და ფორმა. მიუხედავად ამისა, "მგლებს" აქვთ ისეთი ამბიციები, რომ ბოლო–ბოლო მოიგონ გასვლაზე.
სავარაუდო შემადგენლობები:
საინტერესო ფაქტები:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბაიერნი Vs კიოლნი
ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, X ტური თარიღი: 17:30 საათი, 24 ოქტომბერი სტადიონი: ალიანს არენა, მიუნხენი მთავარი მსაჯი: – პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2
წინა ტურში, მიუნხენის "ბაიერნმა" მოკრძალებულად დაამარცხა სტუმრას ბრემენის "ვერდერი" ტომას მიულერის ერთადერთი გოლით, მაგრამ მაინც დაამყარა რეკორდი – გახდა პირველი გუნდი ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც სტარტიდან ცხრა თამაში მოიგო. "ბაიერნმა" საკუთრი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც იუპ ჰაინკესის დროს დაამყარა 2012/13 წლების კამპანიაში – რვა გამარჯვება სტარტზე. პეპ გვარდიოლას მფრინავი კოლექტივი კი ემირიათსზე შეყოვნდა და 0:2 დამარცხდა. "ბაიერნმა" იდეალური მეორე ტაიმი ჩაატარა, გოლის გატანას რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც წააგო. მანუელ ნოიერმა სუპერსეივი გააკეთა პირველ ნახევარში, მაგრამ შემდეგ აჩუქა გოლი ოლივიე ჟირუს. ამ მარცხით "რეკორდმაისტერს" ბევრი არაფერი დაუკარგავს, თანაც არც ის დაგვავიწყდეს, რომ მუდმივი არაფერია და ეს გუნდი ვინმეს უნდა შეეჩერებინა, მითუმეტეს "არსენალს", რომელსაც მოგების გარდა ყველანაერი გზა გადაჭრილი ჰქონდა. ეროვნულ ჩემპიონატში, გვარდიოლა და მისი ბიჭები სოლიდურად ლიდერობენ და ალბათ გეგმავენ, რომ უკვე წლის ბოლოს მოამთავრონ ნახევარზე მეტი საქმე. ბენატია, როდე, გიოტცე და რიბერი ისევ ლაზარეთში არიან. მოსალოდნელია, რომ არიენ რობენი სათადარიგო სკამზე იქნება, აგრეთვე შესაძლოა ვიხილოთ თადარიგში ჰოლგერ ბადშტუბერი. "ბაიერნს" წინ აქვს გერმანიის თასის მატჩი "ვოლფსბურგთან", შესაბამისად შესაძლოა პეპმა გარკვეულწილად მიმართოს როტაციას.
"კიოლნი" შესანიშნავი განწყობით გავიდა შესვენებაზე, როდესაც სტუმრად 3:0 გაანადგურა "შალკე". წინა ტურში კი მოულოდნელად დამარცხდა "ჰანოვერთან", მაგრამ ძალიან არ გაუმართლა იმ შეხვედრაში. მასპინძლებმა ძალიან ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ სტუმართა მეკარე შეუდარებელი იყო. პეტერ შტიოგერს საკმაოდ ორგანიზებული, სტაბილური და კარგი გუნდი ჰყავს. ცოტათი შეიცვალა შემადგენლობა, მაგრამ "კიოლნი" მაინც მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც 14 ქულა აქვს მეექვსე პოზიციაზე და იმედოვნებს სეზონის დასრულებას ზედა ნაწილში ცხრილისა. რათქმაუნდა, ჯერ ადრეა ევროპის ლიგაზე ფიქრი, "თხები" კიდევ უფრო განვითარდებიან ავსტრიელი სპეციალისტის ხელში და ვნახოთ საბოლოოდ რა შედეგი დაიდება. "კიოლნი" სერიოზული გუნდია, რომელიც ნებისმიერს გაუწევს წინააღმდეგობას და ეცდება მინიმუმ ღირსეულად ბრძოლას. გუნდს კვლავ ვერ ეხმარება მავრაი.
ალიანს არენაზე მხოლოდ ერთი ფავორიტია, რომელიც დიდებულია საკუთარ კედლებში და ვნახოთ გააგრძელებს თუ არა გამარჯვებათა სერიას ბუნდესლიგაში.
სავარაუდო შემადგენლობები:
საინტერესო ფაქტები:
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ინგოლშტადტი Vs ჰერტა
ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, X ტური თარიღი: 20:30 საათი, 24 ოქტომბერი სტადიონი: აუდი სპორტპარკი, ინგოლშტადტი მთავარი მსაჯი: – პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2
სავარაუდო შემადგენლობები:
ტრავმირებულნი არიან: სანილო სოარესი, ელმოგ კოენი, როჯერი, შტეფან ლექსი. საეჭვოა: – დისკვალიფიკაცირებულნი არიან: –
ტრავმირებულნი არიან: ტომას კრაფტი, ნიკლას შტარკი, პეტერ პეკარიკი, ანის ბენ–ჰატირა, სემი ალაგუი, იულიან შიბერი. საეჭვოა: – დისკვალიფიკაცირებულნი არიან: ვედად იბიშევიჩი.
საინტერესო ფაქტები:
გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები
უკან დაბრუნება |