Fci.ge

ნანი: ევრო 2016–ს ფავორიტები ვიქნებით


26-10-2015

ნანი: ევრო 2016–ს ფავორიტები ვიქნებით

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვინგერი ლუიშ ნანი მიიჩნევს, რომ მისი ეროვნული გუნდი ევრო 2016–ზე ფავორიტი იქნება.

 

"ევროპის ჩემპიონატის მოგება გვსურს 2016 წელს. მორალურად ვემზადებით ტურნირისათვის და ვთვლით, რომ ფავორიტებს შორის ვიქნებით. ჩვენი გუნდი მოსაგებად იბრძოლებს. ვიცი, რომ ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ ძალები არ უნდა დავიშუროთ. იმედია, ჩვენი დრო მოვიდა.

 

შეიძლება თუ არა რომ დავბრუნდე პორტუგალიაში? ფეხბურთელი ვარ, პროფესიონალი. თუ "ბენფიკა" და "პორტო" დაინტერესდებიან ჩემით, თანაც მომგებიანი იქნება ეს ჩემთვის, რატომაც არა?", – აცხადებს ნანი.

 

ლისაბონის "სპორტინგის" ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ახლა "ფენერბაჰჩეს" ღირსებას იცავს, მაგრამ ფერნანდო სანტუში ეროვნულ ნაკრებში მუდამ იძახებს.


უკან დაბრუნება