Fci.ge

კონტე: ბელგია ფავორიტებს შორისაა


12-12-2015

კონტე: ბელგია ფავორიტებს შორისაა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, შეაფასა ევრო 2016–ს კენჭისყრა.

 

"სკუადრა აძურა" ტრადიციულად საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა. იტალიელებს ბელგია, ირლანდია და შვედეთი გაუწევენ წინააღმდეგობას.

 

"ვფიქრობ, რომ ბელგია იდეალური გუნდია, ფინალური ტურნირის ერთ–ერთი ფავორიტი. მათ საკმაოდ ახალგაზრდა, ნიჭიერი კოლექტივი ჰყავთ, რომელიც მსოფლიო რეიტინგის სათავეშია.

 

ამის შემდეგ მოდის სამი თანაბარი გუნდი შვედეთის, იტალიისა და ირლანდიის სახით. ვფიქრობ, ბელგია ჯგუფის ფავორიტია. ზლატანის ყველა ძლიერი მხარე ვიცით. ირლანდია ვიცით, რომ ძალიან ემოციურ ფეხბურთს თამაშობს და გამოირჩევა გუნდური სულისკვეთებით. ასე, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ", – განაცხადა კონტემ.


უკან დაბრუნება