Fci.ge

ლიოვი: ფავორიტები ვართ


13-12-2015

ლიოვი: ფავორიტები ვართ

მსოფლიო ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა, იახიმ ლიოვმა, საკმაოდ მოკლედ და გულწრფელად შეაფასა ევროპის ჩემპიონატის წილისწყრა.

 

გერმანიის ეროვნული ნაკრები არც ისე მარტივ ჯგუფში მოხვდა. "ბუნდესნაკრებს" კვლავ დაუპირისპირდება პოლონეთი, აგრეთვე საკმაოდ საინტერესო უკრაინის ეროვნული გუნდი და ჩრ.ირლანდია.

 

"პირველივე თამაშიდან კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. პოლონეთი დიდებული გუნდია, მაგრამ უკრაინა და ჩრ.ირლანდიაც ღირსეული ნაკრებები არიან, რომლებიც იბრძოლებენ.

 

თუმცა, ჩვენ ფავორიტები ვართ და რა თქმა უნდა ჯგუფის მოგებას ვაპირებთ", – განაცხადა ლიოვმა.


უკან დაბრუნება