Fci.ge

დეშამი: ისე მოვა პირველი მატჩი, რომ ვერც გავიგებთ


13-12-2015

დეშამი: ისე მოვა პირველი მატჩი, რომ ვერც გავიგებთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, დიდიე დეშამმა, დადებითად შეაფასა ევროპირველობის წილისყრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის ჩემპიონატი ისე აიღებს სტარტს, რომ ვერავინ ვერ მოასწრებს გონს მოსვლას.

 

"უარესიც შეიძლებოდა. ორ მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ: ალბანეთს, რადგან მათთან ორი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ვერ მოვუგეთ და შვეიცარია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე დავუპირისპირდით. ჩვენ ვიცნობთ მათ, ისინი გვიცნობენ ჩვენ.

 

რუმინეთის ნაკრებს ყველაზე ცუდად ვიცნობთ, მაგრამ მათ კვალიფიკაციაში უძიერესი დაცვა ჰყავდათ: მხოლოდ ორი გაშვებული ბურთი, ხუთი მოგება და ხუთი ფრე. 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი გახსნის მატჩი იქნება. ვამაყობ იმით, რომ სწორედ საფრანგეთი მიიღებს მონაწილეობას ამ უნიკალურ მოვლენაში. ისე მალე დადგება ეს მომენტი, რომ ვერც გავიგებთ", – აცხადებს დეშამი.

 

ნანატრი ევრო 2016 10 ივნისს აიღებს სტარტს, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა.


უკან დაბრუნება