Fci.ge

ბირხოფი: ლამის დაბრუნება გამორიცხულია


28-12-2015

ბირხოფი: ლამის დაბრუნება გამორიცხულია

გერმანიის ეროვნული ნაკრების მენეჯერმა, ოლივერ ბირხოფმა, განაცხადა, რომ "ბუნდესთიმის" ყოფილი კაპიტანის დაბრუნება ევრო 2016–სთვის გამორიცხულია.

 

შეგახსენებთ, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველმა სანაკრებო კარიერა 2014 წლის მუნდიალის შემდეგ დაასრულა, მაგრამ მისი ღირსეული შემცვლელი ჯერ კიდევ ვერ იპოვნა იახიმ ლიოვმა. სწორედ ამიტომ დაიწერა გერმანულ პრესაში, რომ შესაძლოა ფილიპი დროებით კვლავ დაეხმაროს თავის გუნდს.

 

"ფილიპს ახლახანს ვესაუბრე, მაგრამ კონკრეტულად ამ თემაზე არა. თუმცა, ყველამ, ვისაც წაკითხული აქვს მისი კომენტარები, იცნობს პირადად, კარგად იცის, რომ მისი დაბრუნება შეუძლებელია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას", – განაცხადა ოლივერმა.

 

ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური კანდიდატი მარჯვენა მცველის პოზიციაზე დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა დამცველი მატიას გინტერია.


უკან დაბრუნება