Fci.ge

ოფიციალურად: ევრო 2016–ზე გოლის ფიქსაციის სისტემას გამოიყენებენ


23-01-2016

ოფიციალურად: ევრო 2016–ზე გოლის ფიქსაციის სისტემას გამოიყენებენ

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოიტანა საბოლოო დასკვნა, რომლის მიხედვითაც ევროპის ჩემპიონატზე გოლის დაფიქსირების ტექნოლოგია ამუშავდება.

 

გარდა ამისა, თუ ბრიტანულ გამოცემა "BBC"–ს დავუჯერებთ, მომავალი სეზონიდან ეს სისტემა ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაშიც დაინერგება, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

უეფა ელოდებოდა თუ როგორ იმუშავებდა ეს ტექნოლოგია სხვადასხვა ეროვნულ ჩემპიონატებში. ინგლისში, გერმანიასა და იტალიაში ყველაფერი იდეალურად მიდის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, შესაბამისად საშიშიც არაფერია.

 

სავარაუდოდ, გოლის ფიქსირების სისტემა არამხოლოდ 2016 წლის ევრო პირველობაზე, არამედ მომდევნო ევროპის ჩემპიონატებზეც იქნება. აშკარაა, რომ ევროპულმა ფეხბურთმა გადადგა ერთი სერიოზული ნაბიჯი ამ დიდ სპორტში სამართლიანობის ამაღლებისკენ და სანახაობრივ მხარეს ამ ტექნიკამ ვერაფერი დააკლო.


უკან დაბრუნება