Fci.ge

კლოპი: გაგვიმართლა ბოლოსკენ


23-01-2016

კლოპი: გაგვიმართლა ბოლოსკენ

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, შეაფასა თავისი გუნდის არანორმალური გამარჯვება ქეროუ რადზე.

 

ინგლისის პრემიერ ლიგის 23–ე ტური ამ საოცარი მატჩით დაიწყო, რომელიც "ნორვიჩმა" საკუთარ მოედანზე 4:5 დათმო. "წითლებმა" გამარჯვების მომტანი გოლი 95–ე წუთზე შეაგდეს.

 

"უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჩემს ასისტენტებთან ერთად განვიხილავ სტანდარტულების შედეგად გაშვებული გოლების სიმრავლეს, მაგრამ ჯერ ვერ გავერკვიეთ სიტუაციაში ბოლომდე.

 

ეს იყო მომხიბვლელი თამაში თავიდან–ბოლომდე. 90 წუთის შემდეგ ვიგებდით, 92 წუთის შემდეგ ანგარიში საყაიმო იყო, რასაც კვლავ ჩვენი გოლი მოჰყვა. ეს ჩვეულებრივი მოვლენა ნამდვილად არ არის.

 

დაახლოებით 70 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ. კარგად დავიწყეთ მატჩი, მაგრამ ამის შემდეგ გოლები გავუშვით. ოთხი ბურთის მიღება საკუთარ კარში – ცუდია. სტანდარტებიდან რეგულარულად გაშვება კი საშინელებაა.

 

როგორც წესი, ხშირად ვუშვებთ გოლებს კუთხურებიდან, მაგრამ ახლა ეს საჯარიმოებიდანაც მოხდა. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

 

ნამდვილად გაოცებული ვიყავი, რადგან მატჩის მსვლელობა არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ბევრი დამატებული წუთი ხელს შეგვიწყობდა. ამიტომ ვკითხე სათადარიგო მსაჯს თუ რატომ დაემატა ხუთი წუთი, არ მომეწონა მისი პასუხი და გავბრაზდი. 

 

ბოლოსკენ მხოლოდ იღბალი გვჭირდებოდა, რომელმაც გაგვიღიმა", – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.


უკან დაბრუნება