Fci.ge

როისი: ევრო 2016–ზე იმის ჩვენება მინდა, რაც 2014 წელს ვერ გავაკეთე


26-01-2016

როისი: ევრო 2016–ზე იმის ჩვენება მინდა, რაც 2014 წელს ვერ გავაკეთე

დორტმუნდის "ბორუსიას" და გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი აპირებს, რომ გაიბრწყინოს ევროპის ჩემპიონატზე.

 

მოგეხსენებათ, რომ როისმა სერიოზული ტრავმის გამო გამოტოვა 2014 წლის ტრიუმფალური მუნდიალი და ახლა ეცდება, რომ "ბუნდესნაკრებს" ევრო პირველობის მოგებისაკენ გაუძღვეს.

 

"მინდა ლამაზი ფეხბურთის თამაში, ტრავმების თავიდან აცილება და საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე წასვლა. ამ ტურნირზე კი იმის ჩვენება მინდა, რისი გაკეთებაც ვერ მოვახერხე 2014 წლის მუნდიალზე", – განაცხადა როისმა.

 

მარკო მთავარი გამანსხვავებელი ფაქტორი იქნება მსოფლიო ჩემპიონების, რადგან დიდებულ ფორმაშია და ფიზიკურადაც საკმაოდ კარგად გამოიყურება.


უკან დაბრუნება