Fci.ge

დელ ბოსკე: კასილასს გარანტირებული არ აქვს ადგილი


26-01-2016

დელ ბოსკე: კასილასს გარანტირებული არ აქვს ადგილი

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე მიიჩნევს, რომ "ფურია როხას" შემადგენლობაში არავის აქვს გარანტირებული ადგილი ევროპის ჩემპიონატისთვის.

 

"მოხვდება თუ არა განაცხადში კასილასი? არავის აქვს გარანტირებული ადგილი ეროვნულ ნაკრებში. უკვე გვყავს რამდენიმე მოთამაშე გამორჩუელი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია.

 

იმედი მაქვს, იკერი მოხვდება შემადგენლობაში. თუმცა, წინ კიდევ რამდენიმე თვეა და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას. კასილასის ყოფნა ბევრს ნიშნავს გუნდისთვის მისი პრესტიჟისა და კარიერის გათვალისწინებით.

 

იკერი კვლავ რეგულარულად თამაშობს. მასზე საუბარი იმიტომ დავიწყე, რომ თქვენ დამისვით კითხვა და არა იმიტომ, რომ გამოვარჩევ დანარჩენი მოთამაშეებისგან", - განმარტა დიდებულმა ესპანელმა სპეციალისტმა.

 

34 წლის ლეგენდარული კიპერი ახლა "პორტოს" კარს იცავს და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ვერ არის დამაჯერებელი.


უკან დაბრუნება