Fci.ge

ვიქტორ სანჩესმა გაახანგრძლივა


27-01-2016

ვიქტორ სანჩესმა გაახანგრძლივა

ლა კორუნიული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ სანჩეს დელ ამომ გაახანგრძლივა კონტრაქტი.

 

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტი "დეპორტივოს" 2017 წლის ზაფხულამდე ავარჯიშებს და ეცდება, რომ გააგრძელოს გუნდის განვითარება.

 

39 წლის ვიქტორ სანჩესი გუნდში გასული სეზონის ბოლოს მივიდა და სასწაულებრივ დატოვა "დეპორი" ლა ლიგაში - ბოლო ტურში "ბარსელონასთან" კამპ ნოუზე მოპოვებული ქულით. მიმდინარე კამპანიაში კი ლა კორუნიელები დიდებულად გამოიყურებიან და 2016 წლის შედარებით მძიმე სტარტის შემდეგ მეცხრე ადგილზე არიან, მაგრამ მეხუთეზე მყოფ "სელტას" მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩებიან.

 

შეგახსენებთ, რომ სანჩესი "დეპორტივოს" ლეგენდაა და მისი წარმატებული მუშაობა ორმაგად სასიამოვნოა კლუბის ქომაგებისთვის.


უკან დაბრუნება