Fci.ge

ელ შაარავი: ჩემი მიზანი – ევრო 2016–ზე თამაშია


27-01-2016

ელ შაარავი: ჩემი მიზანი – ევრო 2016–ზე თამაშია

პერსპექტიულმა იტალიელმა თავდამსხმელმა, სტეფან ელ შაარავიმ, პირველი კომენტარი გააკეთა "რომაში" გადასვლის შემდეგ.

 

რომაულმა კლუბმა სეზონის ბოლომდე იჯარის წესით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატა ელ შაარავი "მონაკოდან", რომელსაც სერიოზული მიზნები აქვს.

 

"ჩემი მთავარი ამოცანა – მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება და იტალიის ნაკრებიდან მიწვევის მიღებაა ევროპის ჩემპიონატისთვის. ვფიქრობ, რომ იტალიაში უფრო მეტი შანს მაქვს მივიქციო ეროვნული ნაკრების მწვრთნელების ყურადღება.

 

მინდა მადლობა გადავუხადო "რომას" სპორტულ დირექტორს, ვალტერ საბატინის, მოცემული შანსისთვის და აგრეთვე მადლობა გუნდის თავკაც ლუჩიანო სპალეტის", – აღნიშნა ელ შაარავიმ.


უკან დაბრუნება